» » "მამა გარდაეცვალა და სახლში მცირეწლოვანი და და დედა დარჩა... მუშაობდა იმის გამო რომ..." - ვინ არის ტრაგიკულად დღეს დაღუპული ახალგაზრდა და რას წერს მასზე ახლობელი
"მამა გარდაეცვალა და სახლში მცირეწლოვანი და და დედა დარჩა... მუშაობდა იმის გამო რომ..." - ვინ არის ტრაგიკულად დღეს დაღუპული ახალგაზრდა და რას წერს მასზე ახლობელი

"მამა გარდაეცვალა და სახლში მცირეწლოვანი და და დედა დარჩა... მუშაობდა იმის გამო რომ..." - ვინ არის ტრაგიკულად დღეს დაღუპული ახალგაზრდა და რას წერს მასზე ახლობელი

/
საჩივარი
გუშინ თურქეთში დაღუპულ 26 წლის ჩხოროწყუელ ლაშა მალანიას დღეს საღამოს გადმოასვენებენ სამშობლოში. შემთხვევა  ქალაქ არდეშენში გუშინ მოხდა, სამუშაოდ წასული ლაშა მალანია ზღვაში დაიხრჩო.
ლაშა ჩხოროწყუს რაიონიდან, სოფელ კირცხიდანაა, ყავს მარტოხელა დედა, მეორეკლასელი და და ერთი ძმა, რომელიც ლაშაზე 1 წლითაა უფროსი. როგორც "ალიას" გარდაცვლილის ახლობლები უყვებიან ოჯახის უფროსი, ლაშას მამა 1 წლის წინ გარდაიცვალა, ლაშა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, ოჯახს რომ გაუჭირდა მან აკადემიური აიღო და სამუშაოს მაძიებელთა იმ რიცხვს შეუერთდა, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზეც არ თაკილობენ თურქეთში გადასვლას, ოღონდ ოჯახს საარსებო თანხა გამოუგზავნონ, ლაშა პირველად 2 წლის წინ წავიდა, ხან მშენებლობაზე სამუშაოდ, ხან  ჩაის საკრეფად თურქეთში თანასოფლელებთან ერთად გადადიოდა. ის ბოლო 2 წელიწადი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო, ოცნებობდა იმაზე, თუ როდის შეძლებდა სწავლის გაგრძელებას .... რა მოხდა და რა ვითარებაში დაიხრჩო ის გუშინ ზღვაში, ამაზე ზუსტი ინფორმაცია არავის აქვს, ამბობენ სამუშაოს შემდეგ თუ დრო რჩებოდა სანაპიროზე ისვენებდაო მცირე ხნით. 

აი რას წერს ჟურნალისტი პაპუნა შუშანია ლაშას ტრაგედიაზე ფეისბუქზე:
"მამა გარდაეცვალა და სახლში მცირეწლოვანი და და დედა დარჩა. უნივერსიტეტში აკადემიური აიღო.სხვა ქვეყანაში წავიდა. მაშინ როცა მისი თანატოლები სხვა ცხოვრებით ცხოვრობდნენ - ეს მშენებლობაზე მუშაობდა. სამსახურით დაღლილმა სიცოცხლის ბოლო წუთები სანაპიროზე გაატარა.შემდეგ ზღვაში დაიხრჩო. ვინ იცის, რას ფიქრობდა, ან რამდენ სატკივარს ატარებდა.
მკლავს ასეთი ტრაგედიები..."


წყარო
დატოვე კომენტარი!