» » "ახლა ხიფათი ის არის, რომ გახარია და კალაძე არ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს"
"ახლა ხიფათი ის არის, რომ გახარია და კალაძე არ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს"

"ახლა ხიფათი ის არის, რომ გახარია და კალაძე არ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს"

/
საჩივარი
ენ-დი-აის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ კვლევის შედეგზე, რომლის თანახმად, ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა არ იცის, ვის უნდა მისცეს ხმა, ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ენ-დი-აის დასკვნებს მაინცდამაინც არ ვენდობი, რაც, ძირითადად, ამ ორგანიზაციის ქართველი პარტნიორების ბრალია, თუმცა ამჯერად აშკარაა, რომ კვლევის შედეგი საზოგადოების განწყობას მეტ-ნაკლებად ასახავს. საზოგადოებაში არსებობს პოლიტიკური ნიჰილიზმი. რა გასაკვირია, რომ ამომრჩეველს არავინ, არც ერთი პოლიტიკური პარტია აღარ აინტერესებს?! საქმე ის არის, რომ ყველაარჩევნების წინ გაიცემა უამრავი დაპირება, რომელთა ნახევარიც არ სრულდება, ეს კი დიდ იმედგაცრუებას იწვევს.

ადამიანი მსჯელობს საკუთარი სოციალური მდგომარეობით, თავისი ოჯახის შემოსავლის დონით. როდესაც ხედავს, რომ მისი მდგომარეობა წლიდან წლამდე არ იცვლება ან უარესდება, ბუნებრივად უჩნდება ნიჰილიზმის განცდა. დღეს ჩვენ ნიჰილიზმის ზეობის დროში ვცხოვრობთ. კიდევ 
ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი - დღევანდელი ქართული პოლიტიკური იდეა არის ცარიელი! როდესაც ვამბობთ, პოლიტიკური სივრცეა ცარიელიო, არასწორია; ეს სივრცე გადავსებულიც კია, მაგრამ დაცლილია პოლიტიკური იდეებისგან.
ერთადერთი იდეა, რაც ასულდგმულებს პოლიტიკურ სპექტრს, იმის მტკიცებაა, ის ცუდია და მე კარგი ვარო!
მამუკა არეშიძეფოტო: მამუკა არეშიძეfb

თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია ამას მიაშველებს, პირობითად, 20 ლარსაც, საზოგადოების ნაწილი შეიძლება მიიმხროს კიდეც. ეს ადამიანები განა ვერ ხვდებიან, რომ ტყუილში ერევიან, მაგრამ აკეთებენ ამას, რადგან ეს 20 ლარი სჭირდებათ. მაგრამ ეს ამომრჩეველი არ არის ის, ვინც იმ პოლიტიკური ძალის დაძახილზე, რომელსაც ხმას აძლევს, რევოლუციაში მიიღებს მონაწილეობას ან ახალი ქვეყნის მშენებლობისთვის დაიკაპიწებს ხელებს. ხალხი მხოლოდ მაშინ არის უანგარო და კონსოლიდირებული, როდესაც არის იდეა - ეს არის აქსიომა და ისტორიული გამოცდილებაც ამას გვკარნახობს!

თუ პოლიტიკა დაცლილია იდეისგან, შედეგები არის ისეთი, როგორიც დღეს გვაქვს. რაც უნდა შემოიხიონ ტანსაცმელი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, ან გინდაც სახელისუფლებო პარტიის ზოგიერთმა ლიდერმა, ისინი პოლიტიკურ ამინდს ვერასდროს შექმნიან...

- საინტერესოა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა პერსონალურ რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა კახა კალაძე. ის უსწრებს პრეზიდენტსაც და პარლამენტის თავმჯდომარესაც...
- ვფიქრობ, ეს სრულიად ობიექტური შედეგია, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ "ქართულ ოცნებაში" ამ შედეგს სიმშვიდე ბევრისთვის დაეკარგა. ძლიერ პოლიტიკურ ფიგურას მუდმივად ჰყავს მტრები შიგნითაც და გარეთაც... კახა კალაძე არის ლიდერი, რომელსაც აქვს თავისი მოქმედების სტილი და უამრავი ნაცრისფერი პოლიტიკოსის ფონზე ის ამ სტილით ძალიან მკაფიოდ ჩანს... ასევე ჩანს მისი გაკეთებული საქმეები, რაც ხარისხიანადაც გამოიყურება. ძალიან საინტერესოა, რომ მისი პოლიტიკური მესიჯების უპირველესი ადრესატები ახალგაზრდები არიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სეგმენტი პოლიტიკურად ინერტულია, არადა, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესია მათი აქტიურობა. ჩაცმულობის სტილით დაწყებული, ტექნოლოგიურ სიახლეებზე ლაპარაკით დამთავრებული, კალაძე სწორედ ახალგაზრდობის ყურადღების ცენტრში ყოფნას ახერხებს.

ჩვენ გვყავს დასავლეთზე ორიენტირებული ახალგაზრდობა, შესაბამისად, ისინი მასში სწორედ დასავლური ტიპის ლიდერს ხედავენ. რასაკვირველია, მას ჰყავს მტრები, რომელთაც ის ძლიერ კონკურენტად მიაჩნიათ. ფაქტია, რომ გიორგი გახარია და კახა კალაძე "ქართული ოცნების" ლიდერებად იქცნენ. ახლა ხიფათი ის არის, რომ ისინი არ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ, მათ გარემოცვაში ბევრი იქნება ისეთი, ვინც შეეცდება, ეს ორი ადამიანი ერთმანეთს დააჭიდოს. მით უფრო, რომ წინ საპარლამენტო არჩევნებია და საპარლამენტო სიაა დასაწერი. იმედი ვიქონიოთ, რომ ისინი მოახერხებენ, დააღწიონ თავი შიდა ინტრიგებს
დატოვე კომენტარი!