» » 6 ნაკლებად ცნობილი ფაქტი გიორგი გახარიას პირადი ცხოვრებიდან
6 ნაკლებად ცნობილი ფაქტი გიორგი გახარიას პირადი ცხოვრებიდან

6 ნაკლებად ცნობილი ფაქტი გიორგი გახარიას პირადი ცხოვრებიდან

/
საჩივარი
სახელისუფლებო გუნდმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა, შესაბამისად მისი პერსონის მიმართ საზოგადოების ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. „პრაიმტაიმმა“ თვალი გადაავლო საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ნაკლებად ცნობილ ფაქტებს  მომავალი პრემიერის შესახებ.
1. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ლომონოსოვის უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის მიმართულებით, 2004 წელს კი ამავე უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის მაგისტრი გახდა.
2. გიორგი გახარია 2006-2009 წლებში კითხულობდა ლექციებს ბიოტექნელოგიის მიმართულებით.
3. 44 წლის გიორგი გახარიას ჰყავს მეუღლე მარიკა ფანცულაია, რომელიც ექიმ-ბაქტერიოლოგი გახლავთ და 9 წლის ქალიშვილი ანნა.
4. ცნობილია მისი განსაკუთრბეული დამოკიდებულება შინაური ცხოველების მიმართ. როგორც შევიტყვეთ, სახლში ჰყავს ფრანგული ბულდოგი.
5. ჰყავს ცნობილი მეზობლები მათ შორის პოლიტიკური წრიდან: თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია, ექსპერტი გია ხუხაშვილი, ბიზნესმენი ბადრი ჯაფარიძე და სხვ.  
6. პოლიტიკურ წრეებში ცნობილია გახარიას ქველმოქმედების შესახებ, კერძოდ, ის მატერიალურად ეხმარება რამდენიმე ოჯახს. საზოგადოებას კი ამ მხრივ თავი გასულ წელს დაამახსოვრა, როდესაც გორში გარდაცვლილი 9 წლის გოგონას ახლობლებმა თქვეს, რომ შს მინისტრმა ოჯახს ბანკში ჩადებული სახლი გამოუსყიდა.   
დატოვე კომენტარი!