» » ახალი აღმოჩენა: კიბოს წამალი, რომელიც ქიმიოთერაპიას ჩაანაცვლებს
ახალი აღმოჩენა: კიბოს წამალი, რომელიც ქიმიოთერაპიას ჩაანაცვლებს

ახალი აღმოჩენა: კიბოს წამალი, რომელიც ქიმიოთერაპიას ჩაანაცვლებს

/
საჩივარი
სინგაპურელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი მედიკამენტი, ანტისხეულის სახით, რომელიც შესაძლებელია კიბოს მკურნალობისას, ქიმიოთერაპიის ალტერნატივად გამოიყენონ.
სამეცნიეროპუბლიკაციაში, მეცნიერების, ტექნოლოგიისა და კვლევითი სააგენტოს მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგიის ინსტიტუტი ახალი კვლევის მიგნებებს ასაჯაროვებს.
კვლევის თანახმად, მეცნიერებმა შექმნესPRL3-zumab- ჰუმანიზებული ანტისხეული. ანტისხეულების კიბოს უჯრედებზე თავდასხმა იმუნოთერაპიის ფორმაა, რომელიც იმუნურ სისტემას აძლევს შესაძლებლობას მოკლას კიბოს უჯრედები.
PRL3-zumab-ის სამიზნეაPRL3-პროტეინი, სიმსივნური ანტიგენი, რომელიც ხელს უწყობს კიბოს ზრდას და ნაპოვნია მკვლევარების მიერ შესწავლილი 11 ყველაზე გავრცელებული სიმსივნური დაავადების 80%-ში.
ეს მიზნობრივი, იგივე თარგეთული, მკურნალობა არ აზიანებს გარშემო მყოფ ჯანმრთელ უჯრედებს.
ინსტიტუტის მთავარი მკვლევარის ქი ზენგის განცხადებით: „PRL3-zumabწარმოადგენს ინოვაციურ მიდგომას კიბოს თერაპიაში. იგი უმიზნებს უშუალოდ კიბოს უჯრედებს და აქვს გაცილებით ნაკლები გვერდითი მოვლენა კიბოს ტრადიციულ მედიკამენტებთან შედარებით.“
ტრადიციულად, ქიმიოთერაპია ებრძვის იმ უჯრედებს, რომლებიც სწრაფად იზრდება და იყოფა. ეს კი ნიშნავს, რომ იგი ანადგურებს არამხოლოდ კიბოს უჯრედებს, არამედ ეხება სხვა სწრაფად მზარდ ჯანმრთელ უჯრედებსაც, როგორიცაა თმის, კანის კუჭნაწლავის, ძვლის ტვინის უჯრედები.
სინგაპურელმა მეცნიერებმა წამალი ცხოველებზე გამოსცადეს და აღმოაჩინეს, რომPRL3-zumabაფერხებს სიმსივნის ზრდას, კიბოს, ღვიძლის, ფილტვის, საშვილოსნოს, მკერდის, თირკმელების კიბოსა და მწვავე მიელოიდური ლეიკემიის შემთხვევაში.
მეცნიერთა ამავე გუნდმა ეს პრეპარატი ადამიანის სიმსივნური უჯრედების ნიმუშებზეც გამოსცადა და შედეგებმა აჩვენა, რომ ამ ანტისხეულის გამოყენება შეიძლება კიბოს დაავადებათა ფართო სპექტრის დროს, მათ შორის ღვიძლის, ფილტვების, კიბოს, მკერდისა და თირკმლის სიმსივნური დაავადებების შემთხვევაში.
სინგაპურელმა მკვლევარებმა კლინიკური ცდების პირველი ფაზა უკვე დაასრულეს. მეორე ფაზა, რომლითაც ამ თერაპიის ეფექტურობა უნდა დაამტკიცონ, მალე დაიწყება.
დატოვე კომენტარი!