» » "ეს ლახავს ჩემს ღირსებას" - ლაშა შუშანაშვილმა "კანონიერი ქურდის" ტიტულზე უარი თქვა
"ეს ლახავს ჩემს ღირსებას" - ლაშა შუშანაშვილმა "კანონიერი ქურდის" ტიტულზე უარი თქვა

"ეს ლახავს ჩემს ღირსებას" - ლაშა შუშანაშვილმა "კანონიერი ქურდის" ტიტულზე უარი თქვა

/
საჩივარი
კრიმინალური სამყაროს ცნობილმა ავტორიტეტმა ლაშა შუშანაშვილმა, იგივე "ლაშა რუსტავსკიმ" გამოცემა "ქრონიკა პლუსს" სასამართლოში უჩივლა, ამის მიზეზი კი ერთერთ სტატიაში "კანონიერ ქურდად" მისი მოხსენიება გახდა.

გამოცემის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე წერს, რომ სარცელი საქალაქო სასამაღთლოში დღეს შევიდა. სარჩელში ლაშა შუშანაშვილი წერს, რომ ის "კანონიერი ქურდი" არ არის, ხოლო ასე მოხსენიებით ილახება მისი ღირსება.

ლაშა შუშანაშვილი "კანონიერ ქურდადაა" მოხსენიებული რუსულ, კრიმინალური მიმართულების გაშუქებაზე ორიენტირებულ საიტებზე, ასევე ვიკიპედიაში.

ცნობილია, რომ "ლაშა რუსტავსკი" "კანონიერ ქურდად" 1979 წელს "აკურთხეს", მისი "ნათლიები" კი კრიმინალურ სამყაროში ლეგენდარულად წოდებულები გოგი ჩიქოვანი და ავთანდილ ჟღერია იყვნენ.
დატოვე კომენტარი!