» » ვინ არიან და რას საქმიანობენ ქართველი „კანონიერი ქურდების“ შვილები (ფოტოები)
ვინ არიან და რას საქმიანობენ ქართველი „კანონიერი ქურდების“ შვილები (ფოტოები)

ვინ არიან და რას საქმიანობენ ქართველი „კანონიერი ქურდების“ შვილები (ფოტოები)

/
საჩივარი
ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების ცხოვრება ყველას აინტერესებს. ისინი მედიის ყურადღების ცენტრში ძირითადად მაშინ ხვდებიან, როცა გახმაურებულ საქმეებზე აკავებენ.  ასევე აინტერესებთ მათი შვილების საქმიანობაც. თუმცა აღსანიშნავია, რომ შვილები მამის გზას ნაკლებად ირჩევენ. ბევრი მათგანი წარმატებულია კიდეც.
კოკა კობალაძე

კოკა თინეიჯერებში და არა მხოლოდ, დიდი პოპულარობით სარგებლობს. წლებია, უკვე წარმატებული პოეტია და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. მის პოპულარობას ხელს მისი გარეგნობაც უწყობს.

კოკა კობალაძე 2018 წელს ხმაურიანი ინციდენტის მთავარი გმირი გახდა. მამის ალექსანდრე კობალაძის, ზედმეტსახელად „სიუს“, ადგილსამყოფელის გარკვევის მიზნით, პოლიციელები სახლში შეუვარდნენ და სცემეს.

სამართალდამცავების უკანონო ქმედებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ახალგაზრდა პოეტის მამა საფრანგეთში დააკავეს და ახლა სასჯელს იხდის.
გვანცა ონიანი


ტარიელ ონიანის ქალიშვილი, გვანცა, რუსული პრესის ყურადღების ცენტრში მუდმივად ხვდება. ჟურნალისტებმა მას „კრიმინალის პრინცესა“ უწოდეს.გვანცა მოსკოვში ცხოვრობს. ხშირად მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. განსაკუთრებით უყვარს ელიტურ კურორტებზე დასვენება, მას ხშირად შეხვდებით მონაკოში, მიკონოს კუნძულსა და სოჭში.

2005 წელს რუსი მაფიოზების წინააღმდეგ, ესპანელმა სამართალდამცავებმა სპეც-ოპერაცია „კრაზანა“ ჩაატარეს.

რუსული მაფიის წინააღმდეგ, სპეცოპერაცია ესპანეთის პარალელურად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდა. ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთსა და იტალიაში 45 ადამიანი დააკავეს.

სპეცოპერაცია ბარსელონაში მდებარე ტარიელ ონიანის კუთვნილ ვილაშიც ჩატარდა. ოპერაციის მომენტში ბინაში ქართველი ავტორიტეტი და მისი მცირეწლოვანი შვილი გვანცა იმყოფებოდნენ. 

ოპერაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ონიანი ვიღაცამ გააფრთხილა. ვილაში შევარდნილ სამართალდამცავებს ქართველი ავტორიტეტი ადგილზე აღარ დახვდათ. მან პოლიციას რამდენიმე წუთით გაასწრო.

სამაგიეროდ, სამართალდამცავებს ადგილზე დახვდათ ტარიელ ონიანის ქალიშვილი გვანცა ონიანი, რომელიც მაშინ 12 წლის იყო.
ქეთა თოფურია

width=900მომღერალ ქეთა თოფურიას არასდროს დაუმალავს, რომ მისი მამა, ანდრო თოფურია ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი იყო. ის დღემდე ამაყობს იმით, რომ ანდრო თოფურიას შვილია. თავად ქეთა კი შოუბიზნესში მოღვაწეობს და ერთ-ერთი წარმატებული მომღერალია.

width=1500ქეთა თოფურიას მამა 2010 წელს რუსეთში დააკავეს და რამდენიმე თვეში ციხეში გარდაცვლილი იპოვეს.

ნინი შუშანაშვილი ცნობილი „კანონიერი ქურდის“ ლაშა შუშანაშვილის ქალიშვილია. ნინი შუშანაშვილი წარსულში სიმღერით იყო გატაცებული და ბავშვობაში მღეროდა კიდეც, მაგრამ როცა წამოიზარდა, დიდ სცენაზე ყოფნა აღარ მოუნდა და ის არც სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. უფრო მეტიც, არც ინსტაგრამი აქვს და არც „ფეისბუქის“ პირადი გვერდი.
57 წლის ლაშა შუშანაშვილი გასულ წელს საბერძნეთში დააკავეს. მისი სახელი საერთაშორისო ასპარეზზე პირველად 2005 წელს გაჩნდა, როცა საბერძნეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს. სწორედ შუშანაშვილი იყო საბერძნეთში „ქართული მაფიის“ ერთ-ერთი „ბოსი“.

2010 წელს ლაშა შუშანაშვილი სამართალდამცავებს გარიგებით გაექცა, ამბობენ, რომ მან ბერძენ პოლიციელებს ამის სანაცვლოდ 800 000 ევრო გადაუხადა.
გურამ ხეცურიანი

width=640ახალგაზრდა სპორტსმენი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონია. ის კრიმინალური ავტორიტეტის ავთანდილ ხეცურიანის შვილია.

width=576ავთანდილ ხეცურიანს კრიმინალურ სამყაროში „ბოქსიორას“ სახელით იცნობდნენ. 
ის 2018 წლის ნოემბერში, იტალიაში დაიღუპა და ქუთაისში დაკრძალეს.
დატოვე კომენტარი!