» » რა მოხდა თბილისი რუსთავის მარშუტში.....იგინეოდა ნასვამი იყო (ვიდეო)
რა მოხდა თბილისი რუსთავის მარშუტში.....იგინეოდა ნასვამი იყო (ვიდეო)

რა მოხდა თბილისი რუსთავის მარშუტში.....იგინეოდა ნასვამი იყო (ვიდეო)

/
საჩივარი
ამ ამბავში მთავარი მოქმედი გმირი პოლიციაა თუ დამნაშავე ვერ გაიგებ.
რუსთავიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსით ვმგზავრობდი 2 მცირეწლოვანი ბავშვით. ქალაქს რომ გავცდით, ჩემ წინ მჯდომმა კაცმა, რომელიც მარტო მგზავრობდა, დაიწყო გინება. ძალიან ცუდ სიტყვებს ამბობდა. მივუთითე რომ ბევრი ბავშვი იჯდა გარშემო და გაჩერებულიყო. დაიწყო ჩემი გინება და მარშუტკაში ვინც იჯდა მათი. გარშემო კაცები ჩუმად იყურებოდნენ ფანჯარაში (მათაც აგინებდა). მხოლოდ გოგოები დამიდგნენ გვერდში. დაიწყოთუარა გინება მძღოლს ვთხოვე გააჩერებინა მანქანა და დავრეკე პატრულში. ისე დაემთხვა რომ ფონიჭალის პოლიციის შენობის წინ გააჩერა. გავიდა 10 წუთი არაფერი. ისევ დავრეკე 112-ში. ისევ არაფერი. მძღოლმა არ მომისმინდა და გააგრძელა გზა. ის ტიპი ჩავიდა. მე დავბრუნდი პოლიციის შენობაში საათნახევრის მერე და დავინტერესდი რატომ ვერ მოახერხეს შენობის წინ გამოსვლა და მართლა ისეთ ადგილას რომ შემთხვეოდა იგივე, სადაც არარის ახლოს პოლიციის განყოფილება, საერთოდ რისი იმედი უნდა მქონდეს. დავწერე განცხადება, მასალებიც გავუგზავნე, მოწმეც მყავდა. მაგრამ მას მერე იმდენი ხანი გავიდა და არაფერი.
ვიდეოში ამ უზრდელის ამოცნობა ძალიან მარტივია. პოლიციის იმედი აღარ მაქვს. ასე თუ მოვძებნი. ის 4000 ლარიც ცოტაა რისი გადახდაც მოუწევს იმისთვის რომ გონია გოგოები სუსტები ვართ და მათი შიშით ხმას არ ამოვიღებთ და შეუძლიათ თავს ამდენის უფლება მისცენ. და საბოლოო ჯამში ვინ აღმოჩნდა შეშინებული პატრულში დარეკვის მერე (ალბათ მალე ესეც არ იქნება) კარგად გამოჩნდა.
ბოლოს გარშემომყოფებმაც რომ მისცეს შენიშვნა და რომ დაინახა ვიდეოს ვუღებდი, შეიცხადა, მე ვიგინებოდიო? (კრავის სახით)
დატოვე კომენტარი!