» » კლასელმა გოგოებმა თანასკოლელს ჯერ წიხლები ურტყეს შემდეგ კი კიბეებიდან დააგორეს
კლასელმა გოგოებმა თანასკოლელს ჯერ წიხლები ურტყეს შემდეგ კი კიბეებიდან დააგორეს

კლასელმა გოგოებმა თანასკოლელს ჯერ წიხლები ურტყეს შემდეგ კი კიბეებიდან დააგორეს

/
საჩივარი
EDU.ARIS.GE-ის ინფორმაციით, გუშინ, ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში, დაწყებითი კლასის ორმა მოსწავლემ თანაკლასელი სცემა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჩვენი წყაროს განცხადებით, მოსწავლე გოგონები „თანასკოლელს ფიზიკურად გაუსწორდნენ, კიბიდან გადააგდეს და მუცლის არეში ფეხი ჩაარტყეს“.

სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მისი ინფორმაციით მოსწავლეები უბრალოდ ერთმანეთს შეეჯახნენ.
„შემთხვევა გუშინ მოხდა. ორი მე-5 კლასელი გოგო ერთმანეთს კიბეზე შეეჯახა. ერთ-ერთი წაიქცა და ის გადავიყვანეთ საავადმყოფოში, არანაირი დზიანება არ აღენიშნებოდა და მალევე გაწერეს. დავიბარეთ მშობლები. მანდატურის სამსახური მოიკვლევს, იყო რაიმე მიზეზი თუ უფრო შემთხვევითობაა“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.
ფოტო პირობითია
დატოვე კომენტარი!