» » 5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

/
საჩივარი
ვერძი
სამსახურში გადაუდებელი საქმეები არ გექნებათ; დასვენებისა და ფიქრის დრო გამონახეთ. კარგი დღეა საყიდლებისთვის. ზოგიერთს გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.

კურო
მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს და განსაკუთრებით შვილებს. გათავისუფლდით ყველა უსარგებლო ნივთისგან. რთულ საკითხებში გასარკვევად სპეციალისტებს მიმართეთ.

ტყუპი
დღეს ვერავინ გაგიბედავთ შეკამათებას, შეპასუხებას. ამიტომ თამამად გაეცით რჩევები და მითითებები. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.

კირჩხიბი
კარგი დღეა წარსულის გასაანალიზებლად, აზრებში, სურვილებში გასარკვევად. შეიძლება საკუთარ თავში ახალი ნიჭი აღმოაჩინოთ. შეიძლება ან ახალი სამსახური შემოგთავაზონ, ან დამატებითი შემოსავლის წყარო გამოგიჩნდეთ.

ლომი
საქმეების მიუხედავად დასვენებისთვისაც გამოყავით დრო. გარშემო მყოფების მიმართ მეტად ყურადღებიანი და მოსიყვარულე უნდა იყოთ. საყვარელი ადამიანი ყველა წამოწყებაში მხარს დაგიჭერთ.

ქალწული
დიადი საქმეების განხორციელების დღეა. დაასრულეთ დაწყებული პროექტები, რომლებიც მომავალში წარმატებას და მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, რათა ხვალინდელი დღისთვის დაზოგოთ ძალები. სასწორი
დღეს გაგიმართლებთ ნებისმიერ 



საქმეში. გარშემო მყოფები ყველა სიტუაციაში მოგიმართავენ ხელს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

მორიელი
რთული სამუშაო დღის შემდეგ ოჯახის წევრებისგან იმ სითბოსა და მზრუნველობას მიიღებთ, რაც მთელი დღე გაკლდათ. კარგი დღეა სამსახურში წარმატების მისაღწევად. ზოგს უფროსის, კოლეგების შექება და აღიარება ელის.

მშვილდოსანი
სამსახურისა და საოჯახო საქმეების გამო დღეს დასვენებისთვის ვერ მოიცლით; ნუ ააჩქარებთ მოვლენებს. დაკვირვებულად იმოქმედეთ. საღამოს მხიარული, ოჯახური წვეულება მოაწყვეთ.

თხის რქა
სამსახურის საქმეებისგან დროდადრო უნდა დაისვენოთ. მეტი დრო გაატარეთ პოზიტიური ადამიანების გვერდით. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

მერწყული
ყველა მნიშვენლოვანი საქმე დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ-დაასრულეთ. შოპინგი განწყობასაც გამოგისწორებთ და დასვენების საშუალებასაც მოგცემთ. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

თევზები
შეხვედრებითა და საქმეებით დატვირთული დღე გელით, მაგრამ შინ დროულად დაბრუნდით. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.
დატოვე კომენტარი!