» » როგორ უნდა მოიზიდოთ ბარაქა და მოაგვაროთ პრობლემები მეორე ნახევართან - ფენ შუის ქართველი მასტერის რჩევები
როგორ უნდა მოიზიდოთ ბარაქა და მოაგვაროთ პრობლემები მეორე ნახევართან - ფენ შუის ქართველი მასტერის რჩევები

როგორ უნდა მოიზიდოთ ბარაქა და მოაგვაროთ პრობლემები მეორე ნახევართან - ფენ შუის ქართველი მასტერის რჩევები

/
საჩივარი
თიკა ქო­ქაშ­ვი­ლი 19 წე­ლია ინ­გლის­ში ცხოვ­რობს, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე წლის წინ სამ­შობ­ლოს ფენ შუის ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტის ამ­პლუ­ა­ში ეს­ტუმ­რა და მას შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში მის ჩა­მოს­ვლას ყო­ველ­თვის დიდი ინ­ტე­რე­სით ელო­დე­ბი­ან. თიკა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია, აქვს სა­კუ­თა­რი ჯგუ­ფი, სა­დაც შეკ­რე­ბილ რამ­დე­ნი­მე ათას ადა­მი­ანს ფენ შუის მი­ხედ­ვით სწო­რად ცხოვ­რე­ბის წე­სებ­სა და რი­ტუ­ა­ლებს უზი­ა­რებს. რო­გორ უნდა გა­ზარ­დოთ შე­მო­სა­ვა­ლი, მო­აგ­ვა­როთ პრობ­ლე­მე­ბი და რა ნივ­თე­ბის ტა­რე­ბა ან ქონა არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი, - ამ სა­კი­თხებ­ზე თიკა AMBEBI.GE-ს მკი­თხველს ესა­უბ­რე­ბა:
- ფენ შუის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი შეს­წავ­ლა 6 წლის წინ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში და­ვი­წყე. ინ­გლის­ში ვცხოვ­რობ 19 წე­ლია და ერთ დღეს გა­დავ­წყვი­ტე სრუ­ლი­ად შე­მეც­ვლა ჩემი ცხოვ­რე­ბა, გა­მე­ხა­და ჯა­დოს­ნუ­რი და და­ვი­წყე ამ უძ­ვე­ლე­სი მეც­ნი­ე­რე­ბის სწავ­ლა. პირ­ვე­ლად და­ვი­წყე ინ­გლი­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კურ­სე­ბით, უამ­რა­ვი წიგ­ნე­ბის კი­თხვით, მაგ­რამ მალე მივ­ხვდი, რომ იქ სა­ფუძ­ვლი­ა­ნად ვერ ვი­ღებ­დი ამ ცოდ­ნას და და­ვი­წყე მო­ძი­ე­ბა დიდი ოს­ტა­ტე­ბის. ჩემი "კუ­მი­რი" და ფა­ვო­რი­ტი იყო ლი­ლი­ან ტუ, რომ­ლის წიგ­ნებ­მაც ძა­ლი­ან დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ზე, ცნო­ბი­ე­რე­ბა­სა და გა­ნათ­ლე­ბა­ზე. ჩა­ვი­რი­ცხე ლი­ლი­ან ტუს სას­წავ­ლე­ბელ­ში და და­ვი­წყე სა­ფუძ­ვლი­ა­ნი სწავ­ლა და გავ­ხდი ფენ შუის ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი, მი­ვი­ღე წო­დე­ბა მას­ტე­რის. ლი­ლი­ან ტუს­თან სას­წავ­ლებ­ლად, წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ მი­წევს ჩას­ვლა მა­ლა­ი­ზი­ა­სა და ჩი­ნეთ­ში, სა­დაც ბოლო წლე­ბია მყავს ასე­ვე საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი რა­ი­მონდ ლო. რა­ი­მონდ ლო მას­წავ­ლის უძ­ვე­ლეს მეც­ნი­ე­რე­ბას ენერ­გი­ე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც არის ისე­თი­ვე მეც­ნი­ე­რე­ბა რო­გო­რი­ცაა ფი­ზი­კა, ქი­მია...


ხში­რად მი­წევს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა რად­გან საკ­მა­ოდ მო­თხოვ­ნა­დი გახ­და ბოლო წლებ­ში ფენ შუის მეც­ნი­ე­რე­ბა, მაგ­რამ ასე­ვე ძა­ლი­ან ბევ­რს ვმოგ­ზა­უ­რობ, ფენ შუის მი­ხედ­ვით ცხოვ­რე­ბის და­გეგ­მა­რე­ბა­ში უცხო­ეთ­ში მცხოვ­რებ ბევრ ქარ­თველ­საც ვეხ­მა­რე­ბი.
- თიკა, რო­გორ უნდა გავ­წმინ­დოთ სახ­ლი უარ­ყო­ფი­თი აუ­რის­გან?
- სახ­ლის წმენ­დის ბევ­რი მე­თო­დია, მაგ­რამ გას­წავ­ლით ყვე­ლა­ზე მარ­ტივს, რომ­ლის­თვი­საც სა­ჭი­როა სამი სა­ეკ­ლე­სიო სან­თე­ლი ან სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მუ­ლი ან სურ­ნე­ლო­ვა­ნი ჩხი­რი, მა­რი­ლი და ზარი ან ტი­ბე­ტუ­რი თასი. პირ­ველ დღეს სან­თლით ან ჩხი­რით უნდა მო­ი­ა­როთ მთე­ლი სახ­ლი და დაწ­ვათ ბო­ლომ­დე. მე­ო­რე დღეს მო­ყა­როთ ყვე­ლა კუ­თხე­ში მა­რი­ლი, სა­ღა­მოს და­გა­ვეთ და წყალს გა­ა­ტა­ნეთ. მე­სა­მე დღეს კი ზა­რით მო­ი­ა­რეთ სახ­ლი, რე­კეთ ყველ­გან. უძ­ლი­ე­რე­სია ასე­თი წმენ­და და აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩვე­ნი გა­რე­მოს­თვის.

- რო­გორ უნდა მო­ვი­ზი­დოთ ფული სა­ფუ­ლე­ში?
- ფუ­ლის მო­ზიდ­ვის რამ­დე­ნი­მე მარ­ტივ წესს გას­წავ­ლით. სა­ფუ­ლე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეთ სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თე­ბის­გან, ფურ­ცლე­ბის­გან, სუ­რა­თე­ბის­გან, ასე­ვე ხა­ტე­ბის ჩა­დე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა. ფი­ნან­სე­ბის მო­სა­ზი­დად, ვი­ღებთ ფენ შუის სამ მო­ნე­ტას, ინ­დუ­რი მწვა­ნე ჩაის ფოთ­ლებს, პიტ­ნას, რო­მელ­საც ვაწ­ვე­თებთ ფა­ჩუ­ლის ზეთს და ასე­ვე ბევრ პა­ტარ-პა­ტა­რა თი­ლის­მას, - ამ ყვე­ლა­ფერს ვა­თავ­სებთ სა­ფუ­ლე­ში. ეს რი­ტუ­ა­ლი აძ­ლი­ე­რებს ფი­ნან­სე­ბის შე­მო­დი­ნე­ბას ჩვენს სა­ფუ­ლე­ში.
ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყო­ველ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას "დავ­მუხ­ტოთ სა­ფუ­ლე", სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის პი­კამ­დე, სა­ნამ იზ­რდე­ბა და ივ­სე­ბა მთვა­რე. "სა­ფუ­ლის და­მუხ­ტვის" რი­ტუ­ა­ლი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბი­სას ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია ფენ შუის მოყ­ვა­რუ­ლებ­ში, თუმ­ცა ას­ტრო­ლო­გია ამ­ბობს, რომ პი­რი­ქით, ფული ახალ მთვა­რეს უნდა და­ვა­ნა­ხოთ. დიახ, ფენ შუი პიკ­ზე ზუს­ტად იმ დროს "მუხ­ტავს სა­ფუ­ლეს", რო­დე­საც ძა­ლი­ან ძლი­ე­რია მისი ენერ­გია, ახალ მთავ­რე­ზე კი საკ­მა­ოდ სუს­ტია.

- ფენ შუის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლი ნივ­თე­ბია სა­სურ­ვე­ლი, რომ სახ­ლში გქვონ­დეს?
- აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გქონ­დეთ სახ­ლში ბა­რა­ქის ხე, ნან­ჩუ - ფენ შუის სამ­ფე­ხა ბა­ყა­ყი, რო­მე­ლიც მო­ნე­ტას აგ­დებს პი­რი­დან, ძუ ლო­მე­ბი შე­სას­ვლელ­ში, ბა­გუა სარ­კე და წელს, ვი­ნა­ი­დან ვირ­თხის წელი მო­დის, და­უ­მა­ტეთ ჭკვი­ა­ნი და შემგრო­ვე­ბე­ლი ვირ­თხა.
- რას ურ­ჩევთ ქა­ლებს, რო­მელ­საც მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­თან პრობ­ლე­მე­ბი აქვს?
- ვი­საც მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­თან პრობ­ლე­მე­ბი აქვს, მათ ვურ­ჩევ, რომ სა­ძი­ნე­ბელ­ში და­ა­ლა­გონ ფენ შუის იხ­ვე­ბი - ფე­ნიქ­სი და დრა­კო­ნი, მატ­რა­სის ქვეშ, შუ­ა­ში და­დონ ორ­მა­გი ბედ­ნი­ე­რე­ბა (სტი­კე­რი) და აუ­ცი­ლებლდ და­ი­ძი­ნონ მარ­ცხე­ნა მხა­რეს, მე­უღ­ლე კი და­აწ­ვი­ნონ მარ­ჯვე­ნა მხა­რეს.
- რო­გორ უყუ­რებს სიკ­ვდილს ფენ შუი, რას ურ­ჩევთ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც ახ­ლო­ბე­ლი და­ე­ღუ­პა და ცუ­და­დაა?
- ფენ შუის თა­ნახ­მად, სიკ­ვდი­ლი არ ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ა­ნი ქრე­ბა, ის უბ­რა­ლოდ გა­და­დის სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა­ში და ტო­ვებს სხე­ულს. სხე­უ­ლი არის სა­მო­სი, რო­მელ­საც სული, როცა იბა­დე­ბა, სა­მო­სი­ვით იც­ვამს, სული კი უკ­ვდა­ვია.

- რო­მე­ლია ის ნივ­თე­ბი, რო­მელ­თა ტა­რე­ბა­საც ან სახ­ლში გა­ჩე­რე­ბა­საც უნდა ვე­რი­დოთ?
- სახ­ლში არ ვარ­გა კა­კტუ­სი და ეკ­ლი­ა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბი, ასე­ვე ფი­ტუ­ლე­ბი და ცხო­ვე­ლე­ბი. არ გირ­ჩევთ მაკ­რა­ტე­ლის ან და­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი ყელ­სა­ბა­მე­ბის ტა­რე­ბას. ასე­ვე ნუ გა­მო­ი­ყე­ნებთ სიმ­ბო­ლო­ებს, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც არ გაქვთ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია.
- თუ არის რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნივ­თი, რო­მე­ლიც სახ­ლის შე­მო­სას­ვლელ კარ­ზე უნდა დავ­კი­დოთ?
- კი არის სპე­ცი­ა­ლუ­რი სტი­კე­რე­ბი, სარ­კე­ე­ბი და დამ­ცა­ვე­ბი. ძა­ლი­ან პო­პულ­რუ­ლია ბა­გუა სარ­კე.
- ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი რა შე­იძ­ლე­ბა გა­ა­კე­თოს ჩვენ­მა მკი­თხველ­მა, რომ დღე პო­ზი­ტი­უ­რად და­ი­წყოს?
- სარ­კე­ში ჩა­ი­ხე­დეთ და ბედ­ნი­ე­რი დღე უსურ­ვეთ სა­კუ­თარ თავს, თქვენ­ზე ძვირ­ფა­სი ხომ არა­ვინ გა­გაჩ­ნი­ათ, ამი­ტომ შე­იყ­ვა­რეთ თქვე­ნი სხე­უ­ლი და სა­კუ­თა­რი თავი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბით. გა­უგ­ზავ­ნეთ სიყ­ვა­რუ­ლის ენერ­გია და უსურ­ვეთ ბედ­ნი­ე­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი დღე.
დატოვე კომენტარი!