» » ნანუკა გოგიჩაიშვილი და ნიკა ნაყოფია შემოდგომას იტალიაში ატარებენ - რა ფოტოებს აქვეყნებს მოდელი
ნანუკა გოგიჩაიშვილი და ნიკა ნაყოფია შემოდგომას იტალიაში ატარებენ - რა ფოტოებს აქვეყნებს მოდელი

ნანუკა გოგიჩაიშვილი და ნიკა ნაყოფია შემოდგომას იტალიაში ატარებენ - რა ფოტოებს აქვეყნებს მოდელი

/
საჩივარი
ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი და ბიზ­ნეს­მენ კობა ნა­ყო­ფი­ას ვაჟი შე­მოდ­გო­მის დღე­ებს იტა­ლი­ა­ში ატა­რე­ბენ. ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნა­ნუ­კამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.


ბიზ­ნეს­მე­ნის ვაჟ­მა საყ­ვა­რელ ქალს ხელი სექ­ტემ­ბერ­ში სთხო­ვა და წყვი­ლი და­ი­ნიშ­ნა. რო­დის იქ­ნე­ბა ქორ­წი­ლი ეს დე­ტა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.


გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლე­ბის და ნა­ყო­ფი­ე­ბის ოჯა­ხებს სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­გად იც­ნო­ბენ. ნიკა ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის, კობა ნა­ყო­ფი­ას ვა­ჟია. მათ ოჯახს უკავ­შირ­დე­ბა "მად­ნე­უ­ლი­სა" და "კვარ­ცი­ტის" აქ­ცი­ე­ბი. ნიკა ნა­ყო­ფია 19 წლის ასა­კი­დან "კვარ­ცი­ტის" კონ­სულ­ტან­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და და მისი შე­მო­სა­ვა­ლი თვე­ში 220 000 ლარს შე­ად­გენ­და, რაც ამ თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის ქვე­ყა­ნა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო შე­მო­სა­ვა­ლი გახ­ლდათ. ნიკა ნა­ყო­ფი­ას სა­ხელ­მა საქ­მი­ან წრე­ებ­ში კი­დევ ერთხელ გა­იჟ­ღე­რა მა­შინ, როცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის მე­წი­ლე გახ­და. ნიკა ნა­ყო­ფი­ამ არხი 4 000 000 დო­ლა­რით და­ა­ფი­ნან­სა და სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტის მფლო­ბე­ლი გახ­და.
ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი­სა და ნიკა ნა­ყო­ფი­ას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ხმე­ბი მას შემ­დეგ და­ირ­ხა, რაც ნი­კამ ნა­ნუ­კას "ინ­სტაგ­რამ­ზე" სა­ჯა­როდ მი­უ­ლო­ცა და­ბა­დე­ბის დღე - ვი­დეო წარ­წე­რით: "გი­ლო­ცავ ნა­ნუ­კა! შენ ჩემ­თვის ხე­ლოვ­ნე­ბის საყ­ვა­რე­ლი ნი­მუ­ში ხარ". ბოლო წლე­ბია, მო­დე­ლი ხა­ტავს და ჩი­კა­გო­ში გა­მო­ფე­ნებ­საც მარ­თავს.
დატოვე კომენტარი!