» » "ვინც მიწას მითხრის, სულ მემახსოვრება"
"ვინც მიწას მითხრის, სულ მემახსოვრება"

"ვინც მიწას მითხრის, სულ მემახსოვრება"

/
საჩივარი
"ჩუმი, უპრეტენზიო და მოკრძალებული ადამიანების რიცხვს არ განეკუთვნება. მას ძალიან უყვარს გარშემო მყოფებისთვის საკუთარი ძალების და რაც მთავარია, უპირატესობის დამტკიცება. ხშირად რომანტიკული პარტნიორია, გვერდით ყოველთვის სჭირდება ადამიანი, რომელიც მხარს დაუჭერს და თავდაჯერებულობის ამაღლებაში დაეხმარება. ბევრი ნაცნობი, მაგრამ ცოტა მეგობარი ჰყავს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები თხის წელში დაბადებულ ვერძს, ეს კი მსახიობ რუსკა ქარქაშაძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია მაინტერესებს. ჩემი ნიშნის დახასიათება, ჩემს ხასიათთან თითქმის 100%-იან თანხვედრაშია. ადამიანთან ურთიერთობისას, მისი ზოდიაქოს




ნიშნის ამოცნობაც შემიძლია. ყველა ნიშანს მეტ-ნაკლებად ვიცნობ.

- "ქუდბედიანია, თითქოს ყველაფერი ძალუძს, მაგრამ საკუთარი სიმორცხვისა და მორიდებულობის გამო, ზოგჯერ უსუსურ სიტუაციაშიც ვარდება".
- ვეთანხმები. რომ ვთქვა, ბედი და იღბალი არ მაქვს-მეთქი, სამყაროსთან არასწორი ვიქნები. ხშირად გამმართლებია, რის გამოც მადლიერი ვარ. დაკომპლექსებული და მორცხვი არასდროს ვყოფილვარ.

- "გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება უჭირს".
- არ მიჭირს. დიდი ხანია, დამოუკიდებლად ვცხოვრობ, მაქვს შესაძლებლობა გადაწყვეტილებებიც დამოუკიდებლად მივიღო. რჩევას მშობლებს, ოჯახის წევრებს ყოველთვის ვეკითხები, მაგრამ გადაწყვეტილებას თავად ვიღებ.

- "პესიმიზმისკენაა მიდრეკილი".

- 100%-ით ოპტიმისტი ვარ. ყოველთვის ვცდილობ, ჩემ გარშემო მყოფ ადამიანებს ოპტიმიზმი ჩავუნერგო. როგორ გამოუვალ მდგომარეობაშიც უნდა ვიყო, იმედს არასდროს ვკარგავ. ვცდილობ, ნებისმიერ სიტუაციაში რაღაც კარგი დავინახო. ადამიანებთან მიმართებაშიც ასეთი ვარ და ზოგჯერ იმედგაცრუებული ვრჩები.

- "ბევრი ნაცნობი, მაგრამ ცოტა მეგობარი ჰყავს".
- ზუსტად ასეა. სხვადასხვა წრიდან ბევრი ნაცნობი მყავს, ნამდვილი მეგობარი - მხოლოდ ერთი. მას სულ 2 წელია ვიცნობ. ბავშვობის მეგობრები მყავდნენ, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩვენი გზები გაიყო.

- ძალიან პატარა ასაკიდან სულ წარმატებები გაქვს, თანატოლების მხრიდან შური გიგრძნია?
- რა თქმა უნდა, მიგრძნია.

- ეს რომელიმე მეგობართან დაშორების მიზეზი ყოფილა?
- არა, ჩემდა საბედნიეროდ, მათგან შური არ ყოფილა. ბევრი ადამიანი ჩემ მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი, მაგრამ არსებობენ გამონაკლისებიც. ვერ ვხვდები, სხვისი წარმატების რატომ უნდა გშურდეს? შენც ხომ გაქვს შესაძლებლობა განვითარდე. როცა სოციალურ ქსელში კომენტარებს ჩემი მშობლები კითხულობენ, უკვირთ, ზოგიერთ ცუდ კომენტარზე რეაქცია როგორ არ მაქვს. თავად ძალიან წუხდებიან, მე კი სულ ვცდილობ, ჩემი დრო ისევ საკუთარი თავის განვითარებას მოვახმარო. მათ ვაწყნარებ. ვინმეს ცუდ კომენტარს ყოველთვის პოზიტიურად, ტკბილად ვპასუხობ, მერე ზოგჯერ შერცხვენიათ და ბოდიში მოუხდიათ, შენზე არასწორი წარმოდგენა მქონიაო.

- "ფულის შოვნა არ უჭირს".
- 12-13 წლიდან საკუთარი შემოსავალი მაქვს: ჯერ თეატრიდან, შემდეგ - სერიალიდან "ხელოვნური სუნთქვა", სხვადასხვა პროექტიდან, ფილმებიდან, ინსტაგრამიდან, სოციალური ქსელებიდან... სულ რაღაცას ვაკეთებ. ჩემთვის წარმოუდგენელია არ ვიმუშაო, რაღაც არ ვაკეთო. შესაბამისად, მაქვს შემოსავალი. ნაწილი გადადებულიც მაქვს, რომელსაც სწავლას მოვახმარ.

- ასეთი აქტიური ცხოვრების პარალელურად, სკოლაში სიარულს და გაკვეთილების მომზადებას როგორ ახერხებ?
- სკოლაში დილით მივდივარ, გაკვეთილების დასრულების შემდეგ მეწყება გადაღებები, მერე სახლში ვბრუნდები და გვიან ღამე ვმეცადინეობ. წითელ დიპლომზე გავდივარ, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. სკოლას რომ დავამთავრებ, საზღვარგარეთ წასვლა და სწავლა მინდა, სამსახიობოზე უნდა ჩავაბარო.

- "ხშირად ის ძალიან რომანტიკული პარტნიორია. გვერდით სჭირდება ადამიანი, რომელიც მხარს დაუჭერს და თავდაჯერებულობის ამაღლებაში დაეხმარება".
- მართალია. ზოგადად, თავდაჯერებულობა არ მაკლია, მაგრამ ჩემ გვერდით უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც ყველა დადებით თვისებას კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს. ძალიან რომანტიკული ვარ, მიყვარს სიურპრიზების მოწყობა, ადამიანების გახარება. უერთგულესი ვარ. თუ ადამიანში დარწმუნებული გახლავართ, არ არსებობს, თვალი სხვისკენ გამეპაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ურთიერთობას პირდაპირ ვასრულებ.
დატოვე კომენტარი!