» » აგვისტოს ომის წლისთავზე პუტინი მასშტაბურ სამხედრო წრთვნებს იწყებს
აგვისტოს ომის წლისთავზე პუტინი მასშტაბურ სამხედრო წრთვნებს იწყებს

აგვისტოს ომის წლისთავზე პუტინი მასშტაბურ სამხედრო წრთვნებს იწყებს

/
საჩივარი
ვლადიმერ პუტინი ყირიმში 100-ზე მეტ სამხედრო თვითმფრინავს და ვერტმფრენს აგზავნის და იწყებს მასშტაბურ სამხედრო წრთვნას, რომელიც დასავლეთის ქვეყნების წინაშე ძალების დემონსტრირებას ემსახურება. ამის შესახებ სტატიას ბრიტანული გამოცემაExpressავრცელებს.
ფართო მასშტაბის რუსული სამხედრო წრთვნები აგვისტოს ომის 11 წლისთავის პერიოდს ემთხვევა, რადგან 6 აგვისტოდან დაიწყება და ორ ნაწილად ჩატარდება. პირველი დაიწყება ყირიმში და მოიცავს კასპიის ზღვას. საჰაერო ხომალდები სიმულირებული თავდასხმის მოგერიებას შეეცდებიან. როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, წრთვნების მეორე ნაწილი განსაკუთრებით შემაშფოთებელი იქნება ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის, რადგან რუსული ხომალდები სიმულირებულ თავდასხმებს განახორციელებენ ყირიმში, სამხრეთ რუსეთში, შავ ზღვაში და კასპიის ზღვაში.
ვრცელდებაინფორმაცია, რომ წრთვნების ჩასატარებლად რუსეთმა შავი ზღვის თითქმის მეოთხედი - 118 750 კვადრატული კილომეტრი დაბლოკა. უკრაინული მედია იუწყება, რომ შავი ზღვის ამ ზონაზე წვდომა 19 აგვისტომდე შეიზღუდება, რადგან იქ რუსული საბრძოლო წრთვნები ჩატარდება და ნავიგაცია სახიფათო იქნება. ამ ინფორმაციაზე კრემლს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
დატოვე კომენტარი!