» » არ გახვიდეთ გარეთ, ხვალიდან საქართველოში რეკორდულ დონემდე დაცხება – სასწრაფო გაფრთხილება ქართველ ხალხს
არ გახვიდეთ გარეთ, ხვალიდან საქართველოში რეკორდულ დონემდე დაცხება – სასწრაფო გაფრთხილება ქართველ ხალხს

არ გახვიდეთ გარეთ, ხვალიდან საქართველოში რეკორდულ დონემდე დაცხება – სასწრაფო გაფრთხილება ქართველ ხალხს

/
საჩივარი
ხვალ მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. აღ­მო­სავ­ლეთ­სა და და­სავ­ლეთ­ში იქ­რო­ლებს აღ­მო­სავ­ლე­თის ქარი 10-15 მ/წმ-ში. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის ბი­უ­როს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ ნინო წვე­რა­ვამ გა­ნუ­ცხა­და.
მი­სი­ვე თქმით, ხვალ დე­და­ქა­ლაქ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა მო­ი­მა­ტებს.



ხვალ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია +35+40 გრა­დუ­სი, მთა­ში +33+38 გრა­დუ­სი, მა­ღალმთა­ში +25+30 გრა­დუ­სი. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში +33+38 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა, მთა­ში – +29+34 გრა­დუ­სი. თბი­ლის­ში უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, იქ­რო­ლებს სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თის ქარი, 7-12 მ/წმ-ში. ტემ­პე­რა­ტუ­რა ხვალ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში +37 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა.
31 ივ­ლის­სა და 1-ელ აგ­ვის­ტოს, ზო­გან, რო­გორც და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე აღ­მო­სავ­ლეთ­ში ქა­რის სიჩ­ქა­რე 10-15 მ/წმ-ში იქ­ნე­ბა. ამას­თან, ზოგ ად­გი­ლას დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გაძ­ლი­ერ­დე­ბა ქარი 17-22 მ/წმ-მდე.
რაც შე­ე­ხე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რას, 31 ივ­ლისს და 1 აგ­ვის­ტოს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ში +27+32 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა, მთა­ში +26+31 გრა­დუ­სია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, მა­ღალ მთა­ში- +23+28 გრა­დუ­სი. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში +32+37 გრა­დუ­სი, მთა­ში +28+33 გრა­დუ­სი, მა­ღალ მთა­ში +20+25 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა.
რაც შე­ე­ხე­ბა თბი­ლისს, 31 ივ­ლისს +36 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა, იქ­რო­ლებს და­სავ­ლე­თის ქარი 10-15 მ/წმ-ში, დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში დრო­გა­მოშ­ვე­ბით შე­საძ­ლოა ქა­რის სიჩ­ქა­რე 17-22 მ/წმ-მდე გა­ი­ზარ­დოს. უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი 1-ელ აგ­ვის­ტო­საც, ტემ­პე­რა­ტუ­რა +34 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა.
დატოვე კომენტარი!